გაბაიძე გიორგი
გაზიარება

არავინ არ მიყვარს... 

არავინ არ მიყვარს, საერთოდ არავინ!
მივტირი ზღვის უკან ჩაფერფლილ დაისებს,
დავდივარ ზამთარში, - მბჟუტავი ფარანით,
და ვეძებ ვინც ასე არ მიყვარს; და ისევ...

არავინ არ მიყვარს საერთოდ არავინ,
დარდისგან დალამბულ ნაკვალევს ლანდების
მივყვები და ჩემი იშლება კარავი, 
სულში კი იწყება პროცესი ანთების –
გზა და გზა, მივდივარ ფიქრებში და რავი
ასე თუ ველევი გრძნობების სიცხადეს,
მინდა რომ ვუყვარდე საერთოდ არავის,
და მაინც მინდა რომ ვიღაცა მიყვარდეს.

??????