გაბაიძე გიორგი
გაზიარება

შენს ხელებს ვეძებ ექსკლიუზივი

აღარ მეშვები უკვე ხანგრძლივი
უსასრულობით მტოვებ და არი
სიწმინდეებით სავსე ბარძიმი,
საიდუმლოთი საავსე გრაალი.

აღარ მეშვები, გარეთ შიგნიდან
არღვევ ხორცსა და თვალის ბადურებს
მიღმა იღვრები, ჩემი წიგნიდან 
შენ... უშენობა გამანადგურებს.

აღარ მეშვები, საწოლზე იწყებ
დაუსრულებელ ვარიაციებს,
წამომიწია სხეულში სიცხემ...
(მამა როგორი კარგი კაცია...)

სიგარეტს სულით ვეშვები, გვიან
არ არის, მოდი შენს ხელებს ვეძებ,
მონასტრის დების ხელებში, ქვიან
ნაპირებს მივსდევ და ვიმტვრევ დეზებს.

არ მომეშვები?! სარკეში ჩემხე,
ჩამხედე ასეთს - ბავშვივით მტირალს,
არ უწერია გახმობა ამ ხეს, 
ამოსულს ცრემლის გუბურის პირას.
..........
მიდის წამება მაღლა ზღვის დონით,
მიაქვს თვალებით სევდა თავისი,
რომ არ წააგოს მორიგი ომი,
მზეს შეუჩერებს ისუ ნავესი.

??????