და. . .
ცა იდგა, როგორც თეთრი სიკვდილი
ჩვენ ერთმანეთის გვქონდა ხელები
ხელში, ახლა კი ვფურცლავ წიგნივით,
ვფურცლავ იმ დღეებს და ვიცრემლები...
გადმოგვცქეროდა თუმცა მთელი ცა,
სუნთქვის დუღილი ახლაც მათბუნებს,
რომელშიც მთელი არსით შეგიცან,
მერე ვნებაში ამოგანგლულებს
ვგავდით ჩიტებს და ფრთები წამგვარეს,
ვერ დაგიცავი რა ვქნა, მე მაშინ,
დამაქვს სხეულით სევდისმაგვარი,
შედედებული სისხლის ზედაშე.
ცა იდგა, როგორც თეთრი სიკვდილი
ჩვენ ერთმანეთის გვქონდა ხელები
ხელში, ახლა კი ვფურცლავ წიგნივით,
ვფურცლავ იმ დღეებს და ვიცრემლები...