Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გაბროშვილი თამარ
გაზიარება

უჩვეულო ღამე 

თვალებში მწვანე 
შუქი აინთო
და შემოხვედი დაუბრკოლებლად.
ჩამოწინწკლული დაგიხვდა მთვარე 
ათასფერადი სტალაქტიტებით.
იდუმალების მყუდროებას 
ვერ დაუჩუმდი
და გულისძგერით
ყინულეთი აახმიანე...
თბილად დაეშვა 
სევდის მუსიკა
და აფრიალდა 
ნაკუწები სიმარტოვისა...
აქ ქაღალდები არაფერს ნიშნავს,
აქ ცის ნამებზე წერენ განაჩენს,
აქ, ლექსის ღრუბლად გადაფარებულს,
სულს გიბერავენ ანგელოსები.
ჩუმად, ჰო, ჩუმად
ეფერები დაღალულ მზერას,
შენს შემოსვლამდე რომ შეიძლო 
ციაგ-ნათება...
აწ, თვალდახუჭულს,
დაბრმავებამდე ცოტა აკლია
და უსაშველოდ გრძელი ამბორით
გამოისყიდი დაგვიანებას.
თუკი მომკლავენ, გამომაცოცხლე
ღამის ჩურჩულად და აღსარებად.
დამაწყე შუბლზე ხელისგულები,
ნუ დაინანებ ცეცხლსა და ლოცვას;
მთვარეულივით მიმავალ დღეებს
ბედნიერება თუ ესიზმრებათ,
ნუ, ნუ წაართმევ 
ხილვას და თრთოლვას, 
ისე, უბრალოდ, შეეზიარე,
როგორც მტრედები
უძირო ზეცას
და ყვავილები
მიწის ოხშივარს...
თვალებში ხალებს ვარსკვლავებად
დამინთებ ახლა
და ყველაფერი
უჩვეულოდ აციმციმდება:
ჩაიმუხლება ქალბატონი
შენს სასთუმალთან
და სიყვარულის
უსასრულო 
ზღაპრად იქცევა.

??????