გაბროშვილი თამარ
გაზიარება

ვარდების გადაფრენა 

აივნიდან გადავაფრინე 
შენი სახლის წინ მოწყვეტილი
თეთრი ვარდი...
ვეღარ გავუძელ 
ხსოვნის სიფრიფანა სიმბოლოს,
ყოველცისმარე 
სიმშვიდეს რომ მიკაწრავდა...
მაგრამ რა ვუყო იმ წითელ ვარდს,
გულში რომ ჰყვავის,
ის როგორღა მოვაცილო
გულის თვალს?
როგორ განვდევნო ჩემი სამოთხიდან 
შენი სურნელი?!

??????