გაბროშვილი თამარ
გაზიარება

მოვიდა სიყვარული _სიკვდილის უფლებით! 

როგორც სიცოცხლის ბოლო აკორდი
და გამართლება დიდი მუსიკის,
ღამის ეთერში 
მოლოდინის აღსრულების
ჟამი გაიხსნა.
შენს წინ გაცხადდა
სიყვარული _ პირველყოფილი,
ვისაც ელოდი, რასაც ელოდი
ამდენი ხანი...
მაგრამ მან მთელი ავლადიდება, 
მთელი ხალისი და ნაგროვები
სითბო-მშვენება
წარგტაცა ისე,
ამ ბედნიერი განსაცდელისთვის
ერთი წამიც არ გაიმეტა, _
რადგან მოვიდა 
ერთადერთი _ შეუცვლელი
დიდი უფლებით _
სიყვარული _სიკვდილის უფლებით!

??????