ასე ტირიან
ასე ტირიან გაზაფხულები _ სულმოუთქმელად _ მიწის წინაშე და ცის თვალები, დაბინდულები, ასე იკლავენ უსაზღვრო ნაღველს. ხელს, აბა, მითხარ, ვინ შეაშველებს, ან ვის აქვს ქვეყნად იმხელა გული, შეწყვიტოს წვიმა იმაზე ადრე, სანამ თავისით გამოიდარებს _ ბოლო წვეთამდე სანამ ჩამოცლის იმ უსიცოცხლო წამების გროვას.
|