გამსახურდია კონსტანტინე
გაზიარება

*ბიოგრაფია (გ.კ) 

კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975) დაიბადა 1893 წლის 3 (15) მაისს სოფელ ძველ აბაშაში. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო.1911 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. შემდგომ სწავლობდა გერმანიაში. 1918 წლიდან ბერლინში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ატაშე გახლდათ.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა. 1924 წელს გამოსცა ადრეული ლირიკისა და ნოველების კრებული „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“.
1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს, 1965 წელს, ტეტრალოგიისათვის- „დავით აღმაშენებელი“- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. მისი ანდერძისამებრ, თბილისში, კოლხური კოშკის ეზოშია დაკრძალული.

??????