ფანტი - ფანტომი
დინჯი დოინჯით დგას სამოვარი,
ორთქლი "ქარია", თითქოს, როდენის.
ბედსმინდობილი მადამ ბოვარი
კადნიერ კოცნის ითხოვს კოდეინს...
და გულმოწყალე აფთიაქარიც
ბედ – ბაგე–ბაგე არიგებს აბებს.
ბინდის ნარგილით ნათრიაქალი
ნიავი ფარდას ითრევს – საკაბედ.
წვეთოვან წუთებს თვლიან აბები.
ეჟუანება ბონჟუა ნიკეს;
მკლავები – ვნების ლიანდაგები –
კვლავ მიღელავენ დონ ჟუანისკენ!
მაგრამ... მორალის პატი–აღვირი
ისე დროულად აურვებს ვნებას...
დგას ბონაპარტი – პატივაყრილი,
ვით ვატერლოო და შეჩვენება!..