საკართანო
ვალერიან საღლიანს
ამ ლექსს მოკითხვის ბარათიც ეთქმის,
ჩემო მახვშო და ამინდმისანო
და სანამ დალი გათვალავს ბეთქილს...
უნდა ერთი დღით ამოვისვანო.
უნდა ვიმუჯრო* შხელდა-შხარა და
შევუყვე ბექნუს ბილიკს - ძარღვივით;
ვეფხს ავატყავო მოყმის ბალადა -
კარზე დაგისვა ცანას ძაღლივით!
ნაძვებიც ცისკენ წავლენ წვერებით,
იქ ეგულებათ ჩემებრ - საშველი;
"უშბის სარკეზე" წავეწერები --
ბარში წაშლილი - შურის საშლელით.
*საკართანო - ბოლო სადღეგრძელო, კარებთან წარმოთქმული (ხევს.)
*საკართანო - ბოლო სადღეგრძელო, კარებთან წარმოთქმული (ხევს.)