Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გახარია ლაშა
გაზიარება

მთვარის წვეულნი 

"წამყე ბეთანიისაკენ..."
გალაკტიონი
ცოტაც და
გავცდებით ქალაქს -
ბეთანიას;
ღამე
პოეტებმა ათიონ...
ისე მენატრება სათნო ბეთანია...
ბატონო გალაკტიონ.

ცხენთა ნალებიდან
წამოკვესებული
ციცინათელები
ღამეს შეესია;

შეხე: ნასახლარებს
სურო შეფენია;
მალე ფშატის ტოტზე
ჭოტი აკივლდება;
მალე თვალი აცრის -
გაალერსებული -
ტყისგედ ეკლესიას.

ზოგან რცხილიანი,
ზოგან ეწერია;
ზღმარტლი დაუბერტყავს
ზემო ჭყნეთთან ნიავს;
ხვლიკი ბილიკები
ვეღარ გვეწევიან,
აჰა, ბეთანიაც!

მთვარე - შინაბერა,
მკლავებს ასავსავებს:
- აქ სტუმრებმა ღამე 
როგორ გაათიონ?..

ქარი ვენახივით
არის გასასხლავი,
ბატონო გალაკტიონ!

აქ მზით
ვერ ირწყულებს
თამარ მეფე მზერას,
ითმენს თვეობით და
ეგებ, გამოიხსნას
შენმა "ეფერამ" -
ფრესკის ტყვეობიდან...

ეგებ, ხეობიდან
მერი ამოვიდეს;
მეფე-პოეტობაც
იქნებ გაპატიონ...
თავად დაგიდგები
ლექსის მეამინდედ,
ბატონო გალაკტიონ.

??????