ჩვენი ღარიბი მეგობრები
”ღმერთო...
სიკვდილო...
სიცოცხლის ანგელოზო...
ჩემს მეგობრებს ისეთი პატარა სახლები აქვთ,
კარებიდან
კუბო ვერ ეტევა...”
გიორგი ლობჟანიძე
ყველა მცენარე,
ყველა ყვავილი,
გულზე მიმჭკნარი ყვავილებიც,
ხეებიც ცამდე ატოტილი
და მდუმარე ხეები,
როგორც სარკეში ჩახედულები
და საკუთარ თვალებში მომზირალნი,
მდინარეში აირეკლება.
საით მიიჩქარის მდინარე ასე,
როცა გაზაფხულს კვირტები ინაწილებენ და
წვიმის წვეთები მის სხეულზე მრგვალ სარკმლებს ჭრიან -
ისე როგორც ფანჯრები ღამეში და იდუმალში.
ჩვენ დავთმეთ და დავმალეთ
ღარიბი მეგობრები,
დავტოვეთ მარტონი ნისლოვან ნაპირებთან
და ხელის ცეცებით მოსაძებნ გზებთან.
ახლა ყველასაგან მალულად, ღამით,
საფეხურებს ვითვლით და მანძილს
ჩვენიდან - მათ ხვედრამდე,
ჩვენიდან - ბურუსამდე,
მდინარესთან შერთვამდე და
შეერთებამდე.
საით მიიჩქარის მდინარე ასე,
ნუთუ იქით,
სადაც ჩვენი ღარიბი მეგობრები დავთმეთ
და დავმარხეთ.
სიკვდილო...
სიცოცხლის ანგელოზო...
ჩემს მეგობრებს ისეთი პატარა სახლები აქვთ,
კარებიდან
კუბო ვერ ეტევა...”
გიორგი ლობჟანიძე
ყველა მცენარე,
ყველა ყვავილი,
გულზე მიმჭკნარი ყვავილებიც,
ხეებიც ცამდე ატოტილი
და მდუმარე ხეები,
როგორც სარკეში ჩახედულები
და საკუთარ თვალებში მომზირალნი,
მდინარეში აირეკლება.
საით მიიჩქარის მდინარე ასე,
როცა გაზაფხულს კვირტები ინაწილებენ და
წვიმის წვეთები მის სხეულზე მრგვალ სარკმლებს ჭრიან -
ისე როგორც ფანჯრები ღამეში და იდუმალში.
ჩვენ დავთმეთ და დავმალეთ
ღარიბი მეგობრები,
დავტოვეთ მარტონი ნისლოვან ნაპირებთან
და ხელის ცეცებით მოსაძებნ გზებთან.
ახლა ყველასაგან მალულად, ღამით,
საფეხურებს ვითვლით და მანძილს
ჩვენიდან - მათ ხვედრამდე,
ჩვენიდან - ბურუსამდე,
მდინარესთან შერთვამდე და
შეერთებამდე.
საით მიიჩქარის მდინარე ასე,
ნუთუ იქით,
სადაც ჩვენი ღარიბი მეგობრები დავთმეთ
და დავმარხეთ.