გელოვანი მირზა
გაზიარება

ცას შეასწორებს უცნობი ხელი... 

ცას შეასწორებს უცნობი ხელი,
დაუსრულებელს და უყავაროს,
ეს მხარე მიყვარს თვალებით შენით,
მზეების ჩემის აღმოსავალო.

სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,
როგორც უხრია სწორი ვერხვები,
მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი
და შენს უღონო მხრებს დავეხრები.

მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას, 
თუ გზა მეყო და ბედი მეღირსა,
რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა
გადამწვას შვილი მზეთა ქვეყნისა. 

??????