გაკვეთილი
გაკვეთილიდან დამითხოვეს –
არ ვიცოდი და ვერც ვისწავლე.
მშობელი არ დაუბარებიათ,
უბრალოდ, კარისკენ მიმითითეს.
ვდგავარ დერეფანში ღია ფანჯარასთან;
თოვლს, რომელსაც ვერასდროს ვიტანდი, ხელს ვუწვდი, რომ
ჩემს ცხვირს ჩამოჰყვეს ფეხებზე წამოცმული ფხაჭნია ციგურებით...
ბლანტ წითელს ტუჩზე ვიჩერებ,
ტკივილს – ცხვირის წვერზე.
ზარი დაირეკა.
ისე მინდა, ტუჩი მომწმინდო.…