გზირიშვილი ქეთი
გაზიარება

მიწა 

რას გიყიდიან?
ორ გოჯ მიწას?
თითქოს არა ხარ...
შენი ძვლები ნაკლებ ჩხარუნობს?
ნაკლებ კრეჭს კბილებს?
თუ გამოშავდა?
რა, შენს გულზე არ ხარობს ია?
არ ჩხავის ყვავი - სალმიანი,
თუ ხავსი ვერ გხვევს ტერფებზე ხელებს…
რატომ გართმევენ კუთვნილ ორ გოჯს,
რად ემეტებათ შენი ქალა
გაკვეთილებზე ჩასაგორებლად -
ხელიდან ხელში,
მერხიდან მერხზე…
მოდი,
მოფხოჭნე კიდურებით, 
აჩხაკუნდი 
და ჩაიტოვე ნატეხებში 
ნამცეცები იის ფესვების - 
ეგება დილით,
უცაბედ წვიმის
ქვეშ მიწად ექცე…

??????