სიზმარი
დამიხუჭე თვალები..
გამოთვალე..
იქსი, იგრეკი..
და ვიდრე დაფას თეთრი ცარცით პასუხს მიაწერ..
მე დავისიზმრებ..
რუხ მდინარეში,
ღრიალაში,
აჩქარებულში
მთები ცვივიან ანარეკლად,
და შენც - ხელდახელ..
თავით ეშვები..
აჰყარე ფლოქვით ნაპერწკლები
რიყის ფილა ქვებს..
და დაუყევი მრუმე ტყისპირს
ჯიქურ ყიჟინით..
გამოდევნებულ ექოს შეხვდი
ქარის მოტანილს..
გამოივაკე..
ჩამოხდი ველად..
შეეშვი მერანს -
სუნთქვა იჯეროს..
გაჰყევი ფეხით..
შენი გულისთქმით იპოვი წყაროს,
სულის მოსათქმელს..
სიზმარს გიყვები -
დაფაზე ნაწერ,
უტყუარ პასუხს..
თვალდახუჭული რომ ვკითხულობდი...