გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
გაზიარება

შემოდგომა 

არის შემოდგომა, ძველი შემოდგომა, 
რაღაც ნარინჯისფერ მაგვარი ადათის. 
როცა ყვითელ ბაღებს, სახლში შემოდგამ და 
როცა ყველაფერი მოდიდან გადადის. 
არის შემოდგომა, რაღაც სასწაული 
ქარით დაიწყო და წვიმა გაურია. 
როგორც დედოფალი, იხსნის სამკაულებს 
უფრო უშუალო და უფრო ქალურია. 
არის შემოდგომა და ეს ნოემბერი... 
დედის ლოცვებივით შენს თმებს იშველიებს. 
მაგრად ჩაიხუტე! მაგრად მოეფერე! 
სულ მთლად მარტოა და სულ მთლად 
შიშველია. 

??????