გოგიბედაშვილი დავით–დეფი
გაზიარება

წასვლა არ მინდა 

წასვლა არ მინდა,
აქ მინდა ყოფნა,
მაგრამ თუ წავალ
თუ დავბრუნდები,
დავიწურები
სისხლად და ოფლად,
დავიწურები
ჩემი ბუნებით,
მთებად, ხეებად,
მდინარეებად,ჩემი
ბუნებით ზღვებად
ვიწურები...
მოგონებებად,
მდიდრად ვეება
წინათგრძნობა 
ვარ, წინა უწყების,
მე გადავედი
ყველა ცხოველში,
ყველა ფრინველში
და ყველა თევზში,
ყველა შემხვედრის
ყველა მზერაში,
გახსოვს?გითხარი
„ნაკვალევს ვერ ვშლი“,
ანგელოზებში და 
მოვლენებში,
მე გადავედი,
გარდავისახე,
მივართვი საგნებს
სინათლედ ფიქრი,
შემონათება გავდა
იმ სახეს, ვისაც
სულ ვეტრფი, ვინც
ვიჩუქე და
ვინც განასხივებს
ჩემს სულს ოდისმე,
ჰანგებს მოვისმენ
ღვთის სიჩუმეთა
და მეტყველების
მსგავსად მოვისმენ,
ჩემს სამკვიდრებელს
და თანაგრძნობას,
მთელს სამყაროსთან
ყველა ჩემს კავშირს,
ჩემს გარდასახვას
ყველა სულდგმულთან
ის უსასრულო
სუნთქვებით გაშლის
და ვიარსებებ
ყოველთვის, ყველგან
და იერსახეს ზოგჯერ
ღრუბლებით,
მიმოვიფარავ,
წასვლა არ მინდა,
ზუსტად ასეთი
არ დავბრუნდები,
როგორიც დღეს ვარ,
ან როგორი ვარ?
თუ არა ისეთი,
როგორიც შენ ხარ,
თან წინათგრძნობად,
თან მოგონებად,
თითქოს სამოთხედ
წმინდანებს შეჰყვა,
ჩემი სიყვარული,
მე რომ განმასხვავებს,
სიკვდილ-სასიცოცხლე
სულის გარდასახვად
და ვინც სულმნათია,
ზეცად სულ ანთია,
ღმერთმა
როგორც ბრძანა,
როგორც დაასახლა.

??????