გოგიბედაშვილი დავით–დეფი
გაზიარება

აღმართი 

განა ცოდვა მაქვს, ანდა სიწმინდე,
ორივე ერთად მე განმასხვავებს,
მთების გარშემო სანამ ვივლიდე
სულს ვიმწვერვალებ და როგორც ყვავებს

ზოგჯერ აკრძალვის დარღვევაც უყვართ,
ერთი დღე დავრჩი, შენივე ხათრით,
შენი ხმა გავდა მდინარის სუნთქვას
და ძველ ფრესკაზე ნაცრეცი კაციც

ძველ სასმისებით ბახუსს ჰგვანობდა
გაუთავებელ ორგიებს ვხედავ
და მიღმიერი საბაღნაროთგან
სურნელება მცემს...მომხვიეს ხიდან

ათლილი კანი, შემმოსეს წმინდად,
ჩვენ სიშიშვლეთი ვგავართ ერთმანეთს,
სიზმარმაც თითქოს გული დამწყვიტა,
მთებმაც, ზეცასთან აიმწვერვალეს

და დავადექი ახალ აღმართებს
იქიდან კიდევ აღმართნი ჩანან,
ან რას მიშველის, ან რას დამმართებს
შენი ალერსი, მისიზმრე ჩქარა

და მომიყევი რა ნახე, როგორ,
რამდენი უნდა ვიარო კიდევ,
რა სიმაღლეებს ავაღწევ, ოღონდ
ჯერ არ მაჩვენო სამყაროს კიდე,

იქ უნდა დავდგე ისევ შიშველი
და ახლა ზეცაც ჩამოდგა ახლოს,
წინათგრძნობა მაქვს, თითქოს შიშს ველი
ველი სიხარულს... და ხელიც მახლოს

თითქოს მოუნდა ღრუბელს და... სველი
თავისი ტანით უნდა რომ მთხოვოს
ამაყი ვიყო, მე ვარ მთასვლელი
წვიმას ვინც შერჩა აღმართის ბოლოს

და ეს მწვერვალი თუ განმასხვავებს,
თუ აქ ამოხვალ გავიყოფთ სუნთქვას,
რადგან აფრენილ ლომებს და ყვავებს
ზოგჯერ აკრძალვის დარღვევაც უყვართ.

??????