გოგოჭური მინდია
გაზიარება

კრატერები 

ნეტავ, ვინ ცხოვრობენ ამ მილიონებიან სახლებში,
ერთი შემახედა საღამოთი და დამანახა, 
ჩემსავით ოცნებებში ჩაფლული ადამიანები,
სახეზე ჩემნაირი ნაიარევებით.

ასე მგონია, რომ ფარდის იქით სხვა სამყაროა,
მე გავიხდი ყველაფერს და 
ვიცეკვებ განათებულ ქუჩაზე,
თოლიები კი იფრენენ და იფრენენ...

რა ადვილია, ესაუბრო სიყვარულზე იმას, ვინც არ გიყვარს,
როგორ ვერ ვიტან ლაქუცს...
და პლანეტების წვეულებებზე, როგორ გეხვევა დედამიწა, 
შენ არ იმჩნევ და მაინც ეკუთვნი.
როგორ გიტრიალებს მარსი
და შენ წვავ...
ნეტავი, ჩაქრე, მზეო, და 
ეს ბოზი დედამიწა მოიცილო.
მე ყველაზე შორს ვარ შენგან
და კრატერები ჩემს ზედაპირზე მხოლოდ და მხოლოდ
საშუალებაა მეტი კონტაქტისთვის შენს გრძნობებთან.
შენ კი გგონია, რომ მე მახინჯი ვარ ნაიარევებით,
ალილუია!!!

და იფრინონ თოლიებმა,
და გავანათოთ ქუჩები,
და მიიღოს მეფემ მეფის,
და სანამ ჩაქრები მზეო, სანამ იმღერებ ურმულს,
მე შევიხედავ სახლებში, რომლებიც შორია ჩემგან;
რომლებიც არაა ჩემი...
და კრატერებს - ადამიანების სულში, 
კრატერებს ადამიანების ხელებზე
შევახებ შენს სხივებს...
მე ოცნებებს ვასწავლი!

??????