გოგოჭური მინდია
გაზიარება

AVE (ხუთი მინიატურა) 

კანტალეხოდან ეგ ტუჩები ისე შორია,
ვინსენტ… ყურის ძირში მეჩურჩულები:
უნდა გავფრინდე… ავე!

ნუ გადაუფრენ ამ მარჯნიან სანაპიროებს,
რომ ჩამოვარდე, რიფებია, დაიღუპები,
მარია, მარია,
ავე!
ყვრიმალებთან გეჩურჩულები.

Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!

შენ

დამშეულ მგელს რომ,
ზამთრის პირზე დაბურძგლავს ტანზე,
ეგრე ვარ ეხლა,
შენ ტუჩებს ვეძებ,
ავე შენ!

CEZAR

ბაზრის ჭუჭყიან შესასვლელში
თევზის გამყიდველი
ძვირადღირებული სუნამოს
იაფფასიან “ორეულს”
ხარბად სუნთქავს: მისტიურია.
ავე ცეზარ!

მე

ყველა მეფე მკვდარია,
თვინიერ ჩემი,
ყველა ჭირი ჩხირია კედლის,
თვინიერ ჩემი,
ავე მე!

??????