გოგოჭური მინდია
გაზიარება

თაია 

ბაცალიგოში ლუდს ვხარშავთ და
ამო თაია,
ამათაია… ეს ცხოვრება, უნდა დავლიო,
ამაიარე, მწუხრის პირზე უნდა გამღერო,
ჩეროებიდან აიშალნენ სანამ დევები.
ხევს მიღმა მამას დიდი ლოდი რომ ადევს,
ჩემსაზე მძიმე, არ იქნება, არა თაია,
ამაიარე, ალიონზეც უნდა გამღერო,
ჰამაკს გავკიდებ მზისკარიდან დედამიწამდე.

რბილად წევხარა? დაგიფინო, გინდა იები?
ფილოქსერები დამხვევიან, მღერა თაია?
ამათაია… ამათაია…
ამაირ ბაცალიგოს,
ლუდს ვხარშავ და
უნდა დავლიო!

??????