გოდერძიშვილი მირანდა
გაზიარება

როგორ მოგატყუო,მაშინ როცა... 

როგორ მოგატყუო, როცა ხშირად 
თავსაც ვერ ვთამაშობ, ვეთვისები, 
როცა შენთან ყოფნა ისე მშია, 
როგორც სიყვარული მეტისმეტი... 

როგორ მოგატყუო, დაგემალო, 
როცა ჯერ თავიც ვერ მიპოვნია, 
როგორ დაგიძახო აგერ ვარო, 
როცა სიყვარულის სიმფონია 

დღემდე ვერ შევქმენი, სხვების მსგავსად 
და ვერც შენთან ყოფნა შევითავსე, 
როგორ მოგატყუო, ან კი რა ვთქვა 
ასე მარტივმა და შენით სავსემ...

??????