მივფრინდეთ ფანტელთა სამოთხესთან!...
წამო ,დაგპატიჟო სასეირნოდ,
გარეთ ფანტელების თეატრია,
ლამპიონების შუქ-ჩრდილებში
ფიფქები ერთმანეთს შენატრიან...
წამო,დაგპატიჟო სასეირნოდ
სველი ქვაფენილი გასარკულა,
წამო და სიყვარულს შემოგფიცებ
ღამისა და თოვლის გასაგონად...
წამოდი,თორემ თეთრი ზეცა
ამდენ ბარდნისაგან გამოთხელდა,
წამოდი,
და
ერთად ვისეირნოთ,
მივფრინდეთ ფანტელთა სამოთხესთან!...