გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

მაინც მაინც! 

ვერ ვივარგე საჭაშნიკედ, 
ეს საფქვავიც არ ღირს მინდად,
რა ვქნა, ჩემი საქართველო
უფრო სხვანაირი მინდა!
კოლხეთს - ფორთოხლების ხვავი 
კახეთს ვაზის ლილა ბინდავს
მაინც.... საქართველო
რაღაც სხვანაირი მინდა. 
მესხის ჩანგი ბრუნავს ცაში, 
მეგრის სევდა დნება ციდან,
მაინც ჩემი საქართველო, 
რაღც სხვანაირი მინდა.

ფშავს დიდება მოაქვს ძველი,
ხანჯლებიც და ჭრელი წინდაც, 
მაინც... ჩემი საქართველო
კიდევ სხვანაირი მინდა.

მესიზმრება, რომ მარანში 
ტაო–კლარჯულ მტევნებს ვზიდავ,
რა ვქნა ჩემი საქართველო
უფრო, უფრი ჩემი მინდა!

არ მოშლილა ქალის წკვრელა,
მოყმე ისევ ხოხობს წმინდავს,
მაინც მეფე–დედოფალი 
ფრო სხვანაირი მინდა.


რაა აბა ის მაყარი,
ჭიშკართან თუ არ აგრგვინდა,
მაინც... ის პირველი ღამე
მართლაც რომ პირველი მინდა.

ეს საწუთრო უსასრულო
ერთ ღირსეულ წუთათ ღირდა,
რა ვქნა, ჩემი მუხუნათი
უფრო ვაჟკაცური მინდა...

რა ვქნა, ჩემი სიყვარული 
უფრო საყვარელი მინდა...

მაგრამ ჩემი ჭრელი ჩიტი 
ცხრა მთს იქით ფრინდა, ფრინდა..
ვერ ვივარგე საჭაშნიკედ,
ეს საფქვავიც არ ღირს მინდად...  

??????