გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

იქნებ 

შენი სული დაჭაობადა,
შენ მაგ ჭაობს ვერასოდეს გაიგებ,
ვითომ ჩემმა აჭარლობამ
საქართველოს შეუგინა რაიმე?!
მტერი მუდამ აჭარბებდა,
ყველა ტკივილს დრო მოჰკლასვ და წაიღებს,
ნუთუ ჩემმა აჭარლობამ,
საქართველოს წაუხდინა რაიმე?!
რაც ვიყავი კარგად იცი,
თავად ჰკითხე შენ ხელდასმულ კაი ყმებს,
აჭარლობამ, ამ ბედკრულმა აჭარლობამ,
საქართველოს წაუხდინა რაიმე?!
მაჭახელში ახლაც ლპება,
სისხლიანი მუხის კუნძი, ვაიმე!
იმ სისხლმა და იმ მდუღარე ლეკერტებმა
საქართველოს წაუბილწა რაიმე?!
სულში რისხვა გაჭენდება,
გაჭენდება გმინვა ყველა ეზოდან,
ჩემი კაი და ძირძველი აჭარლობა
მავენს გულზე ეკლად რატომ ესობა?!
რა თვალები მომებჯინა,
რა ჯოჯოხეთ-ჯურღმულებში მზირველი?
ტბელობა და სელიმობა გან არ იყო
ქართველობის საწინდარი პირველი?!
სულში რისხვა გაჭენდება,
უნებურად ხელს ხანჯალზე გაივლებ,
ნუთუ ჩემმა სევდიანმა აჭარლობამ
საქართველოს წაუხდინა რაიმე?!
ეს რა ერის ნათლობა აქვთ
შავ გულგვამში გამომწყვდეულ მამათა,
რომ ნაღდი და ჭეშმარიტი ქართველი ვარ,
იქნებ სულაც ეს არ მოსწონთ მავანთა?!
მარქვით, იქნებ ოდნავ ვერ იასმათა,
იქნებ სულაც ვერ იავთანდილა,
ჩვენი იუსუფ კობალაძის ყაბალახმა,
ჩვენი ნანა გვარიშვილის მანდილმა?!
თავად ქრისტეს სჯულისათვის,
ყოველივე აქ ხომ სისხლით შენივთდა,
იქნებ რამე აქვს სადავო საქართველოს
ყაბალახში თავმოკვეთილ სელიმთან?!
მთავარი კი ერთი არის,
წარმართული ქვა-ქუსლებით მილეწეს,
ღვთაებრივი ქრისტეს ჯვარი,
საქართველოს მე - პირველმა მივეცი!!!

??????