Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

ახლა ისეთი დროა... 

„მონტეგებსა“ და „კაპულეტებს“
„რად უნდა მძულდეს მე — მონტეგს,
ლამაზი კაპულეტი.“
ვ. ღლონტი
რომ არა გძულვარ — ცოტაა,
დღეს საჭიროა მეტი:
უნდა გიყვარდე, მონტეგ,
ლამაზი კაპულეტი!
რა შუაშია მოყვრობა, —
„ჩულჩუტი“ ჯულიეტა;
ვინც სადმე კაპულეტია,
უნდა გიყვარდეს, მონტეგ!
თორემ ქაფქაფა რიოში
მოდის და მოყელყელაობს;
ვიღაც ჩამდგარა მღვრიეში, —
ამინდია და, — ხელაობს.
შემოგვიშენებს ტიხარს
ათასი აბუეტი;
ხვდებიან — მონტეგი ხარ!
მე კიდევ — კაპულეტი!
უჩინო გვარებით და
უფულო საფულეთი — 
შენ მაინც მონტეგი ხარ!
მე მაინც — კაპულეტი!
ამოკემსილი თიხა
ნერვების კაპუეტით —
რას იზამ... მონტეგი ხარ! მე კიდევ — კაპულეტი!
უკვე მოგვბეზრდა ქვეტექსტის
წლების წიაღში დება;
ვიცი, შენ ხვდები ყველაფერს...
ყველა მონტეგი ხვდება.
რომ არა გძულვარ — ცოტაა!
დღეს საჭიროა მეტი:
ვინც სადმე კაპულეტია,
უნდა გიყვარდეს, მონტეგ!
ვიღაც ჩამდგარა მღვრიეში, —
ამინდია და, — ხელაობს;
მოჰქუხს ჭუჭყი და რიოში,
მოჰქუხს და მოყელყელაობს.
სევდის უფსკრულში გდიხარ
სისხლიან ამულეტით...
დიახ! — შენ — მონტეგი ხარ!
დიახ — მე — კაპულეტი!

??????