Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

მე დედას ველოდებოდი 

(ყოფილი საბავშვო ბაღელის მოგონება)
ბურთიც ფეხებზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!
მასწავლებელი _ მქუხარე,
გამოცხადება უფლის:
_ ვინ გააფუჭა ჰაერი!!
_ ვინ დაგვიწუნა სუფი!!
სუფიც ფეხებზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!
რამსიგრძე დღეები იყო...
ახლა ისეთი სად არი...
_ აბა, მარჯვენა ლოყა!!
_ აბა, მარცხენა სანდალი!!
მარცხენაც ფეხზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!
და ერთადერთი ნუგეში,
შვების მომგვრელი ნოტა, _
პირმოკუმული კისელი,
იისფერი და ცოტა;
კისელიც ფეხზე მკიდია,
გამგეც და ენოტებიც,
და შურა დამლაგებელიც...
მე _ დედას ველოდები!
ვსკუპივართ ღამის ქოთნებზე,
შუადღის კუკებს ვცდილობთ;
ჰყვება ერთ-ერთი მექოთნე
ვითომდა, _ სასაცილოს.
კუკებიც ფეხზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!
ან დედას აღარ ვუნდივარ,
ან _ დრო დააბეს სადმე;
ასეც და ისეც, ცხადია,
სატირლად არის საქმე.
ტირილიც ფეხზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
ვბზუი სასხვათაშორისოდ,
თან _ დედას ველოდები!
თვით ლენა მასწავლებელიც!
დათვიც და ენოტებიც;
სუყველა ფეხზე მკიდია!!
მე დედას ველოდები...

??????