დაწვას გადარჩენილი ოდები
2000-2003
ეს ოდები იმდენად ძველია, რომ მევე ვწვავდი
და იმდენად ძველი, რომ მევე გადავარჩინე
ამბივალენტ ლესელიძე
წარწერა გრავიურაზე
როცა ქალის გამო სამართებლით თავის მოკვლა დააპიროთ
სხვა სიმშვიდისთვის –
ნინა სიმონის – Brown Baby
ან დიუკ ელინგტონის – Creole Rhapsody
ვაი, რომ სხვა ქარებმაც ღამე შემოაღეს
და ბნელ ოთახებში დაეხეტებიან,
ჩააქრეს მთვარე
და ჩააქრეს ვარსკვლავები
და ბნელ ოთახებში დაეხეტებიან. . .
სიზმრებს ჭრილობაში ბალახივით ვიფენ –
ტკივილი არა,
სიკვდილი მიდის,
სიკვდილი მიდის,
ტკივილი იმატებს. . .
ჩააქრეს მთვარე
და ჩააქრეს ვარსკვლავები
და ბნელ ოთახებში დაეხეტებიან. . .
როცა მეღვიძება,
როცა გვეღვიძება,
ლურჯია წითელზე გაბმული ბაგირი. . .
ძარღვის ბაგირიდან დამფრთხალი კლოუნივით მიყურებს
სიცოცხლე.. .
მთრთოლავ ბაგირიდან დამფრთხალი კლოუნივით მიყურებს
სიცოცხლე.. .
შენ ხარ ქარი, უცაბედად ამოვარდნილი
ალ
..წყალას წამოყეო ალ,
წყალას ჩამოყეო ჩემამდი,
წყალას გამოყეო ცალ -
დამექცა, რაც შინით მებადა,
ბადედ ვისროლეო თვალ -
წყალთავთან დაგხვდები მებადედ...…
ჩქარა ჩამოყეო ალ,
ღვთის ირემს მომიხვდა ხმალ,
სისხლი დაეფინა კვალ,
დამწყევლის ბოროტი დალ,
კუბოს შემიკერენ ხვალ,
მზეა დღეინდელი ხვალამდი,
ალ, წყალას წამოყეო ალ,
წყალთავთან დაგხვდები მალ,
სიკვდილ წინ სიცოცხლე
მალანდე!
ბალადა ჩემზე და შენზე
ჩვენ, რა თქმა უნდა,
აღარ ვითვლით განშორების მერენდელ წამებს...
ალბათ მალე ეს წამები მთელ წელიწადს გადაივლიან.
ვხედავთ ორივე:
რომ ღამეებს აღარ ვაკლივართ,
ღამეებმა მარტოც გვიპოვეს...
მარტონიც გვიცნეს
და სხვებს დავეძებთ,
რომ ცოტა ხნით გადავიმალოთ...
ვხედავთ ორივე:
სულის კედლებზე მივიწყების ხავსი ამოგვდის
და განგებისად აღარ ვუვლით ძვირფასო, კედლებს...
მხოლოდ ადგილებს ვუვლით ხოლმე, ადრე ერთად რომ გაგვივლია,
ისიც გვერდს ვუვლით -
მალე ეს გზებიც მგონი აღარ მოგვაგონდება...
ეგებ მას მერე თქვენ სიყრუე ინატრეთ ზოგჯერ,
ეგებ ბევრჯერაც
ან არცერთხელ;
და გვახსოვს მიანც;
რომ მე მინდოდა მომეპარა ღიმილი თქვენთვის,
ფეხი დამიცდა,
გაიგონეთ
და
გადამალეთ...
არჩევანი
როცა ვერძი შობს კუროს,
ფოთლებს უკვე ჭეშმარიტად
დაეტყობათ შენი თვალების
ფერი...
შენი თვალების ფერი _
_ ფერი ტყიდან უცაბედად
გამოსული ქარის სამოსის..
და მით უფრო ვერ შეგიპყრობ კარგო...
ასეთია პოეტების სვე_
_ იფრინონ ქარებზე წუთით ნელა...
ყოველთვის...…
დედაშენი
მე რომ მამაშენი ვიყო,
დედას შენსას...
გაზაფხულის ტყესთან ტრფიალში
ვამხელდი,
გამო შენი თვალების ფერის…
მე რომ მამაშენი ვიყო,
ვიფიქრებდი _
_ ცამეტი წლის წინ, მაცდური
მზე მიუდგა დედაშენს
და მზისგან მუცლიდან გიღო _
_ ცეცხლზე ცხელია შენი
ჟღალი თმები...
მე რომ მამაშენი ვიყო,
ეჭვი იქნებოდა ჩემი ჩრდილი,
უბედურება ერქმეოდა იმ მიწას,
რომელსაც ეს ჩრდილი ეცემა...
მე მამაშენი არ ვარ,
მე ვარ პოეტი
და
უსაზღვროდ ბედნიერი,
რომ დედამიწას მოღალატე
ქალები
შემორჩნენ...
რატომ კვდებიან პოეტები
(ციკლიდან “ნიუანსური პოეზია”)
თქვენ მიყრდნობილხართ
ახლახან შეღებილ ფანჯარას,
გაცვიათ თეთრი,
მყინვარის სულზე
უფრო თეთრი
ხალათი,
და მაღლა იყურებით...
ო, თუ ეს არ გსურთ;
ყვავილოვან მდელოზე ზიხართ
და ისე შესცქერით ცას...
ცა არის ლურჯი,
ცაზე უთუოდ შეამჩნევთ
მთვარეს...
მერე მიხვდებით
ან სულაც იგრძნობთ,
რომ უკვე დაიღალეთ,
იმდენად ნაცნობი
გახდა სამყაროს მუზეუმში
ოდესღაც დაკიდული ეს სურათი,
დღეს ხომ მეათასედ გიწევთ
მისი გადმოწერა...
მაშინ დახუჭეთ თვალები,
ღრმად დახუჭეთ
და როცა გაახელთ-
-თქვენ ისევ შესცქერით ცას,
ცა არის ლურჯი,
ცაზე უთუოდ
შეამჩნევთ
დედამიწას...
ბავშვებო იპოვეთ თორმეტი განსხვავება
შენ დედოფალი არ გერქმეოდა,
შენ ალბათ მისი მხევალი იქნებოდი
- უფალი გვირგვინს
ამყოფინებს დედოფლებს,
შენ ლამაზი ხარ . . .
მე მეჭურჭლე არ მერქმეოდა
მე ალბათ თიხის მძერწი ვიქნებოდი -
- უფალი ლარებს ამყოფინებს
უხუცესთ,
მე პოეტი ვარ . . .
შენ გეყოლებოდა ქმარი,
შენ ქმარი გეყვარებოდა,
მე - ჩრდილი და სიშორე . . .
მე არ დავწერდი ლექსებს შენზე,
შევძლებდი კი,
მაგრამ არ დავწერდი -
- არცროს მქონია დაქცეულ მელანზე ეჭვი . . .
შენ გეყოლებოდა ქმარი,
შენ ქმარი გეყვარებოდა
და
თუ მე დამინახავდი,
თუ მე შემიყვარებდი,
თუკი ქმარს გაეყრებოდი ჩემთვის -
- მოვპარავდი მეზობელს ჯორს,
სხვის ოცნებას _ ბერის ჩოხას
და
გავიქცეოდი
იერუსალიმს . . .
წარღვნა ანუ ეროტიული ეპისტოლე
ჩუენთან არს ღმერთი,
სცანით წარმართა და. . .”
დიდი სერობის ჰიმნი
მძინარე ხარ
და
შენი თვალის უმკრთალეს ბზარებს,
შენს წამწამებს შევეპარები. . .
მზიანი სიზმრის იმედი მაქვს –
ჩემი ლაბადა ჩემი ქოხის სხვენზე აგდია...
და შენი ქოხის სხვენზე ცოტა თივაა ალბათ
და მერე გვიან განრისხდება მოწყალე ღმერთი,
იძრება მიწა,
გაიპობა თხელი ბზარები
და
ცოდვებისთვის მოგვესჯება ლამაზი დილა.
ღამე
თქვენ წადით სოკოზე
და ისე გვიან დაბრუნდით
ქალბატონო,
რომ ამაოდ მეძახით ახლა_
_ ეს კარავი ვერ დაგვიტევს
სამს...
ოცდამეერთე ლოცვა
(ცილკლიდან - ,,ნა_რუ_ალი”)
სადღაც სევდისგან დასავლეთით ალბათ მზე დაკლეს.
ვთქვათ-საღამოა.
მე კი ახლა გამომეღვიძა
და სიზმრის მტვრისგან ვისუფთავებ თვალის ნაპრალებს.
უზარმაზარი ღამე მესიზმრა –
რაც იმ ღამის გადაღმა დამრჩა,
იქიდან მხოლოდ მოწითალო ყელსაბამი მაქვს
და ოდნავ მტკივა
და თქვენ ყველა ოდნავ მიღიმით
და სუყველა ერთმანეთს გავხართ,
ყველა მაჩვენებთ ნამსჭვალევ ხელს,
გაპობილ ფერდებს
და მთებიდან ჯვრებს ღიმილით მოეზიდებით.
აქ არვინაა ავაზაკი,
არვინ მეზვრე
და არვინ მრუში,
არვინ ბილწი
და დედები აღარ შობენ მიწათმოქმედებს
და მკვდარი შურის ნაფერფლარზე შესაწირად მხოლოდ ვერძის რქები კიდია.
სადღაც სევდისგან დასავლეთით მზის სისხლი დაშრა
და მსურს დავტოვო დედამიწა –
ჩემი უცხო დედის საშვილო –
მაგრამ მოხუცი მეაქლემე ვერცხლს მთხოვს სანაცვლოდ,
მე კი ღარიბმა დავიძინე
და ახლა ვნანობ
და ახლა თქვენ გთხოვთ –
დამიბრუნეთ ოცდაათივე!
ეს ოდები იმდენად ძველია, რომ მევე ვწვავდი
და იმდენად ძველი, რომ მევე გადავარჩინე
ამბივალენტ ლესელიძე
წარწერა გრავიურაზე
როცა ქალის გამო სამართებლით თავის მოკვლა დააპიროთ
სხვა სიმშვიდისთვის –
ნინა სიმონის – Brown Baby
ან დიუკ ელინგტონის – Creole Rhapsody
ვაი, რომ სხვა ქარებმაც ღამე შემოაღეს
და ბნელ ოთახებში დაეხეტებიან,
ჩააქრეს მთვარე
და ჩააქრეს ვარსკვლავები
და ბნელ ოთახებში დაეხეტებიან. . .
სიზმრებს ჭრილობაში ბალახივით ვიფენ –
ტკივილი არა,
სიკვდილი მიდის,
სიკვდილი მიდის,
ტკივილი იმატებს. . .
ჩააქრეს მთვარე
და ჩააქრეს ვარსკვლავები
და ბნელ ოთახებში დაეხეტებიან. . .
როცა მეღვიძება,
როცა გვეღვიძება,
ლურჯია წითელზე გაბმული ბაგირი. . .
ძარღვის ბაგირიდან დამფრთხალი კლოუნივით მიყურებს
სიცოცხლე.. .
მთრთოლავ ბაგირიდან დამფრთხალი კლოუნივით მიყურებს
სიცოცხლე.. .
შენ ხარ ქარი, უცაბედად ამოვარდნილი
ალ
..წყალას წამოყეო ალ,
წყალას ჩამოყეო ჩემამდი,
წყალას გამოყეო ცალ -
დამექცა, რაც შინით მებადა,
ბადედ ვისროლეო თვალ -
წყალთავთან დაგხვდები მებადედ...…
ჩქარა ჩამოყეო ალ,
ღვთის ირემს მომიხვდა ხმალ,
სისხლი დაეფინა კვალ,
დამწყევლის ბოროტი დალ,
კუბოს შემიკერენ ხვალ,
მზეა დღეინდელი ხვალამდი,
ალ, წყალას წამოყეო ალ,
წყალთავთან დაგხვდები მალ,
სიკვდილ წინ სიცოცხლე
მალანდე!
ბალადა ჩემზე და შენზე
ჩვენ, რა თქმა უნდა,
აღარ ვითვლით განშორების მერენდელ წამებს...
ალბათ მალე ეს წამები მთელ წელიწადს გადაივლიან.
ვხედავთ ორივე:
რომ ღამეებს აღარ ვაკლივართ,
ღამეებმა მარტოც გვიპოვეს...
მარტონიც გვიცნეს
და სხვებს დავეძებთ,
რომ ცოტა ხნით გადავიმალოთ...
ვხედავთ ორივე:
სულის კედლებზე მივიწყების ხავსი ამოგვდის
და განგებისად აღარ ვუვლით ძვირფასო, კედლებს...
მხოლოდ ადგილებს ვუვლით ხოლმე, ადრე ერთად რომ გაგვივლია,
ისიც გვერდს ვუვლით -
მალე ეს გზებიც მგონი აღარ მოგვაგონდება...
ეგებ მას მერე თქვენ სიყრუე ინატრეთ ზოგჯერ,
ეგებ ბევრჯერაც
ან არცერთხელ;
და გვახსოვს მიანც;
რომ მე მინდოდა მომეპარა ღიმილი თქვენთვის,
ფეხი დამიცდა,
გაიგონეთ
და
გადამალეთ...
არჩევანი
როცა ვერძი შობს კუროს,
ფოთლებს უკვე ჭეშმარიტად
დაეტყობათ შენი თვალების
ფერი...
შენი თვალების ფერი _
_ ფერი ტყიდან უცაბედად
გამოსული ქარის სამოსის..
და მით უფრო ვერ შეგიპყრობ კარგო...
ასეთია პოეტების სვე_
_ იფრინონ ქარებზე წუთით ნელა...
ყოველთვის...…
დედაშენი
მე რომ მამაშენი ვიყო,
დედას შენსას...
გაზაფხულის ტყესთან ტრფიალში
ვამხელდი,
გამო შენი თვალების ფერის…
მე რომ მამაშენი ვიყო,
ვიფიქრებდი _
_ ცამეტი წლის წინ, მაცდური
მზე მიუდგა დედაშენს
და მზისგან მუცლიდან გიღო _
_ ცეცხლზე ცხელია შენი
ჟღალი თმები...
მე რომ მამაშენი ვიყო,
ეჭვი იქნებოდა ჩემი ჩრდილი,
უბედურება ერქმეოდა იმ მიწას,
რომელსაც ეს ჩრდილი ეცემა...
მე მამაშენი არ ვარ,
მე ვარ პოეტი
და
უსაზღვროდ ბედნიერი,
რომ დედამიწას მოღალატე
ქალები
შემორჩნენ...
რატომ კვდებიან პოეტები
(ციკლიდან “ნიუანსური პოეზია”)
თქვენ მიყრდნობილხართ
ახლახან შეღებილ ფანჯარას,
გაცვიათ თეთრი,
მყინვარის სულზე
უფრო თეთრი
ხალათი,
და მაღლა იყურებით...
ო, თუ ეს არ გსურთ;
ყვავილოვან მდელოზე ზიხართ
და ისე შესცქერით ცას...
ცა არის ლურჯი,
ცაზე უთუოდ შეამჩნევთ
მთვარეს...
მერე მიხვდებით
ან სულაც იგრძნობთ,
რომ უკვე დაიღალეთ,
იმდენად ნაცნობი
გახდა სამყაროს მუზეუმში
ოდესღაც დაკიდული ეს სურათი,
დღეს ხომ მეათასედ გიწევთ
მისი გადმოწერა...
მაშინ დახუჭეთ თვალები,
ღრმად დახუჭეთ
და როცა გაახელთ-
-თქვენ ისევ შესცქერით ცას,
ცა არის ლურჯი,
ცაზე უთუოდ
შეამჩნევთ
დედამიწას...
ბავშვებო იპოვეთ თორმეტი განსხვავება
შენ დედოფალი არ გერქმეოდა,
შენ ალბათ მისი მხევალი იქნებოდი
- უფალი გვირგვინს
ამყოფინებს დედოფლებს,
შენ ლამაზი ხარ . . .
მე მეჭურჭლე არ მერქმეოდა
მე ალბათ თიხის მძერწი ვიქნებოდი -
- უფალი ლარებს ამყოფინებს
უხუცესთ,
მე პოეტი ვარ . . .
შენ გეყოლებოდა ქმარი,
შენ ქმარი გეყვარებოდა,
მე - ჩრდილი და სიშორე . . .
მე არ დავწერდი ლექსებს შენზე,
შევძლებდი კი,
მაგრამ არ დავწერდი -
- არცროს მქონია დაქცეულ მელანზე ეჭვი . . .
შენ გეყოლებოდა ქმარი,
შენ ქმარი გეყვარებოდა
და
თუ მე დამინახავდი,
თუ მე შემიყვარებდი,
თუკი ქმარს გაეყრებოდი ჩემთვის -
- მოვპარავდი მეზობელს ჯორს,
სხვის ოცნებას _ ბერის ჩოხას
და
გავიქცეოდი
იერუსალიმს . . .
წარღვნა ანუ ეროტიული ეპისტოლე
ჩუენთან არს ღმერთი,
სცანით წარმართა და. . .”
დიდი სერობის ჰიმნი
მძინარე ხარ
და
შენი თვალის უმკრთალეს ბზარებს,
შენს წამწამებს შევეპარები. . .
მზიანი სიზმრის იმედი მაქვს –
ჩემი ლაბადა ჩემი ქოხის სხვენზე აგდია...
და შენი ქოხის სხვენზე ცოტა თივაა ალბათ
და მერე გვიან განრისხდება მოწყალე ღმერთი,
იძრება მიწა,
გაიპობა თხელი ბზარები
და
ცოდვებისთვის მოგვესჯება ლამაზი დილა.
ღამე
თქვენ წადით სოკოზე
და ისე გვიან დაბრუნდით
ქალბატონო,
რომ ამაოდ მეძახით ახლა_
_ ეს კარავი ვერ დაგვიტევს
სამს...
ოცდამეერთე ლოცვა
(ცილკლიდან - ,,ნა_რუ_ალი”)
სადღაც სევდისგან დასავლეთით ალბათ მზე დაკლეს.
ვთქვათ-საღამოა.
მე კი ახლა გამომეღვიძა
და სიზმრის მტვრისგან ვისუფთავებ თვალის ნაპრალებს.
უზარმაზარი ღამე მესიზმრა –
რაც იმ ღამის გადაღმა დამრჩა,
იქიდან მხოლოდ მოწითალო ყელსაბამი მაქვს
და ოდნავ მტკივა
და თქვენ ყველა ოდნავ მიღიმით
და სუყველა ერთმანეთს გავხართ,
ყველა მაჩვენებთ ნამსჭვალევ ხელს,
გაპობილ ფერდებს
და მთებიდან ჯვრებს ღიმილით მოეზიდებით.
აქ არვინაა ავაზაკი,
არვინ მეზვრე
და არვინ მრუში,
არვინ ბილწი
და დედები აღარ შობენ მიწათმოქმედებს
და მკვდარი შურის ნაფერფლარზე შესაწირად მხოლოდ ვერძის რქები კიდია.
სადღაც სევდისგან დასავლეთით მზის სისხლი დაშრა
და მსურს დავტოვო დედამიწა –
ჩემი უცხო დედის საშვილო –
მაგრამ მოხუცი მეაქლემე ვერცხლს მთხოვს სანაცვლოდ,
მე კი ღარიბმა დავიძინე
და ახლა ვნანობ
და ახლა თქვენ გთხოვთ –
დამიბრუნეთ ოცდაათივე!