ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს
ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს, დავრჩით ჭირხლის და ყინვის ამარა, ენძელა _ ჩემი სულის ნატეხი, მოუსვენარმა თოვლმა დაფარა.
იღვიძებს მარტი თვალთა ფახულით, აპრილის დღეებს ხვდება უმწვანო, ბარში მივდივარ, მთას გაზაფხული ხურჯინით უნდა ამოვუტანო..
|