დანელია ბათუ
გაზიარება

თითები წერისას 

ორი სულ ისვენებს წერისას,
სამი კი წერს და წერს _ ერიჰა!
ეს სამი _ სამ ხმას ჰგავს უთუოდ.
ვწერთ _ თითქოს სამი ხმით ვმღერივარ.

ზოგჯერაც ვტირივარ სამი ხმით...
წერაა გზა სულის განიღბვის...
ამ სამს სურს სულ შენზე წერდეს და _
მათ შენი ხვევნაღა დამიღლის...

ხოლო ამ ნეკას და არათითს
არ ძალუძთ მოგწერონ ბარათიც _
უსაქმო კაცები არიან
და უდარდელებიც _ მარადის.

??????