სიყვარულს უყვარს
... და ჩვენ მოთმენა გავაგდეთ კარში
და უსასრულოდ მარტონი ვართ შინ...
და მე მაშინვე დაგიწყე გახდა
და ვლიან ჩემი თითები მარშით
და ვერ არჩევენ პერანგს და კორსეტს
და სავარძელთან, დივანთან, ტახტთან
გაისმის ჩვენი გრძნობების მორზე.
შენი უარი – ფართხალი მერცხლის,
ვეღარ დაგიცავს ვერც ბიკინს, ვერც ლიფს,
მათ თვითონ უნდათ – მომართვან ძღვენად,
შენი სხეულის ოქრო და ვერცხლი...
სიყვარულს იცავს ალერსის ღობე...
სიყვარულს უყვარს შიშველი ფრენა,
როცა მას მთელი არსებით გრძნობენ.