დოლიძე თამთა
გაზიარება

წყლის სახლი 

როცა ბნელ ხიდებს ენის წვერზე 
ადგათ ნაპირი 
და არ ახსოვთ დახრჩობის შიში, 
და აღარ ახსოვთ, როგორ დაუდნათ 
სხეული მზეზე, 
უნდა ჩაყვინთო ჭიქაში და 
გაყვე დინებას; 
არ მოეჭიდო სიტყვის იოგებს 
(წყალწაღებულს ხავსი არ იჭერს ) . 
ჩამოატარებს წყალი სხეულს - 
ხის გამხმარ ტანს: 
- ზამთარში დაწვით! 
... და ღმერთმა არ ქნას, 
არ შემოგხვდეს კაცი წერაქვით, 
(წყალზე შემთხვევით ჩამოსული, 
თუნდაც ფეხის დასასველებლად), 
დაგინახოს და არ დაგიჭიროს, 
მიგაჭედოს ხერხემალზე სამკუთხა ფრთები 
და არ გაგიშვას. 

ეს ამინდია მხოლოდ ჩვენთვის 
და გუბეებში ვახრჩობთ ფეხებს 
და სიმშვიდეა. 

??????