Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

დორეული ლექსო
გაზიარება

პეიზაჟები 

ციცინათელებს ცისკარს ვუკრეფდი,
დაუსკდათ გული შიშნაჭამ ბინდებს.
გადაიღეღა დილამ გულმკერდი,
მინდორი პეპლებს ბუზღუნით მისდევს.
მუხები დევთა ქორწილში დათვრნენ,
გადაიყვლიფა ღამემ მუხლები.
წისქვილში დაფქვეს საწყალი მთვარე.
ცაო მყინვარებს რად ებუტები.
მზე კალმახივით ფართხალებს ზღვაში,
როცა ცივ ნისლებს მაყარი სტუმრობს.
ალბათ სიცოცხლეს ისევ ვემლაშე,
და ახლა ქაჯებს ვუჭედავ კუბოს.
ღრუბლებს ხელადით მზის ცრემლი მიაქვთ,
შარა მიაგავს სულთმობრძავ პითონს.
ლოთი უფსკრული დაეხრჩო წყვდიადს,
ყრუ დედამიწა მზის ირგვლივ ფიქრობს,
ღამე კრუხივით დაჯდა მთვარეზე.
ყელი გაუშრა მდინარის ნაპირს.
მზეთუნახავო კარი ჩარაზე,
თორემ ჭაბუკის მზე გულში დაგჭრის.

??????