დათუნია
გამარჯობა, დათუნია,, რა კარგი ხარ, ლამაზი, ვერ მიცანი? შემომხედე, მე ვარ შენი თამაზი. ყურადღებას არც კი მაქცევ, მოდიხარ და მიდიხარ. . . მეც მყავს სახლში დათუნია, მაგრამ შენ ხომ დიდი ხარ! არ გრცხვენია დამიკარგე შენი ნახვის ხალისი, რამოდენა გაზრდილხარ და გამარჯობა არ იცი.
|