კეკელიძე გიორგი
გაზიარება

თოვლის თეორემა 

ანუ ჭაღარის დაბადების შესახებ

მე ვიჯექი
და
ვჭვრეტდი ფანჯრიდან,
როგორ დნებოდა თოვლი..
უშენოდ ვჭვრეტდი,
ანუ მარტო...
ვჭვრეტდი,
როგორ
გალღვა ჯერ ხეებზე
და
სახურავებზე მერე...
მერე დავინახე,
რომ გარდაცვლილი თოვლი მიწად იქცა კაცივით,
მარტოობა კი სულაც არ გახლავთ ძნელი,
უბრალოდ კარი ჩავიკეტე და ცოტა თოვლი დავუმალე
მზეს.

??????