Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

კეკელიძე გიორგი
გაზიარება

მაიას ძლისპირი. წიქარა 

მაია– ეს სამყარო ანუ ილუზია

ვედები.

ნა–გუს

მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,
დედაჩემი იქნება კუდიანი და 
ღორად ქცეულ მამაჩემზე ამხედრებული.
ვესროლე თმშეწნული სავარცხელი –
სუროხშირი ტყე გაჩნდა.
მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,
ჩემს და_ძმას გავს,
ოღონდ მტრების ჯარად ქცეულს,
ვესროლე სალესი ქვა –
სალი კლდე გაჩნდა.
მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,
ქალია შიშველი და სახემრუში,
ვესროლე ჩემი სხეული და
სამი ძე და სამი ასული გაჩნდა.
მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,
ღმერთი მომდევს 
ძაღლად ქცეულ ეშმაკებზე ამხედრებული,
ვესროლე ჩემი სული და
სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთად გაჩნდა.
მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,
არც არა მქონდა, რომ მესროლა,
დავჯექი და დაველოდე.
მოფრინდა ბუზი და გაფრინდა.
მაშინ ვიფიქრე –
ეგებ ყველა ბუზი იყო,
გამეღიმა
და
გავქრი.

??????