*** ჩემს ლექსებს (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)
ჩემს ლექსებს, ადრე დაწერილ ლექსებს,
(პოეტი ვიყავ, არც კი ვიცოდი)
ვით შადრევნიდან ასხლეტილ შხეფებს,
ვით ცხელ ნაპერწკლებს, ისე ვისროდი.
ცელქ ეშმაკუნებს, შემოჩვეულებს
წმინდა ტაძარში, ზეთის სურნელზე,
ლექსებს სიკვდილზე, სიყმაწვილეზე,
-ჯერ წაუკითხავ და უცნობ ლექსებს! -
უჭირისუფლოდ მიმობნეულებს,
( რომ დასდებიათ დახლების მტვერი),
ჩემს ლექსებს, როგორც ძვირფას ღვინოებს,
მწამს, დაუდგება თავისი ჯერი.