Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

აბსურდული სონეტი 

დრო   დაყიალობს   უბოდიშოდ    ქუჩებში   ფლიდი,

ფელეტონებით,   ირონიითმწარე   პამფლეტით,

რა    გაეწყობადახლში   დგას    და    წვრილმანებს   ჰყიდის

მავრიტანიის   მფლობელი   და    პრინცი   ჰამლეტი...

 

ბაზრის    ლირიკას   ჩაუწიხლავს   სუნთქვა   ეპოსის,

დღე   და   საათი   იზომება    მოგებ-წაგებით,

მწვანილით   ვაჭრობს   მოწყენილი   ოიდიპოსი,

ცერად    უცქერენ    წითელქუდა   ამხანაგები...

 

მიახრიგინებს   ძველ   ურიკას   მტვირთავი    აბო,

შეშლილი   ლირი   შორიახლო   ბუქნაობს   მორცხვად,

მისას   არ   იშლის მეყასბეა   ახლა   იაგო,

და   დეზდემონას,   ნაგვის  გამტანს,   უგზავნის   კოცნას...

 

არგონავტები   ზღვის   ნაპირთან   ხუმრობენ   ბილწად,

კვლავ   კონტრაბანდით   მოსდგომიან   კოლხეთის   მიწას.

??????