ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

*** შავი ღვინო 

 

 

შავი    ღვინო    და    შავი    ღამე    დავიძმობილე,

აქ   სიყვარულმა    მზიანი    ცა    ვერ   გაითენა,

ვტოვებ   ამ   საძმოს  -  გაუსაძლის   სახლ-საპყრობილეს,

ვერ   ჩაითვლება   მაღალ   სიბრძნედ   ყოვლის   მოთმენა.


მეტი   რა   დამრჩა,  მთვარის  ლოგინს   გავშლი  ოცნებით,

აღარ   მჭირდება    ავგაროზი   ნათილისმარი,

თუკი    აქამდე   ვერ   ამაღლდა   ჩემი    ლოცვები,

თუკი    აქამდე   ვერ    შევასწარ   ცის    გახსნას   თვალი...


სიზიფეს   ლოდი   მერამდენედ    უკან   მაბრუნებს,

ჩემი   იღბალი   ქვა-ღორღს   მიაქვს   დაბლა   დაღმართზე,

ამაოდ   ვდგავარ   სასახლის   წინ    და   ვაკაკუნებ,

ბედნიერება   აღარ   ცხოვრობს   ძველ   მისამართზე...


იქით    მივდივარ,   სადაც  ხსოვნა   აღარ  ალამობს,

ქუჩის   ბოლოში   აღარც    დღეა,   აღარც   საღამო...


 

 

??????