ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

ირონიული სონეტი 

თუკი   ცხოვრებას   ჩაუმუხლე ,   გაგთელავს  -  მტრისას,

გულუბრყვილოებს   ეს   საწუთრო   ხახამშრალს  სტოვებს,

ქალიშვილს    ყადის    მოსწარი   და   ხელი   სთხოვე,

ვიდრემდი   ყადი   მდიდარია,   სავსე    აქვს   ქისა...

 

ღვთის   გლახად   დარჩა,   ვინც   მოშიში   შეიქმნა   ღვთისა,

ვისაც   სამოთხის   განეხვნება   ოდესმე    კარი,

მის   ლამაზ   დიაცს,   ირმისყელას,   დაადგი   თვალი,

ვიდრემდი    ყადი    მდიდარია,   სავსე   აქვს   ქისა...

 

მგლობას   რა  უშავს!  - ოღონდ    ქურქი  ჩაიცვი   ცხვრისა,

არაფერია   სათაკილო ,   კარგო,    ამაში,

იქნებ   თვით   ყადსაც,   სულწაწყმედილს,   გაეთამაშო,

ვიდრემდი   ყადი  მდიდარია ,   სავსე   აქვს   ქისა..

 

მაგრამ    თუ   ამ    ყადს      სიღარიბემ   დაუგოს   მახე,

წადი,   შენი    გზით   გაიარე,    სხვა    ყადი   ნახე...

??????