ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

*** ვაჰ, ეს ცხოვრება 

ვაჰ,  ეს   ცხოვრება   უფერულად   მოდის   და   გადის,
ვერვინ   გაიგებს   ვინ   ვის   ჰკოცნის,   ვის   ეფერება,
ძველი   გავყიდე   და   ახალი   ვიყიდე   დარდი,
ვმღერივარ,   მაგრამ   ამ  ოხერ   გულს   რა   ემღერება.

დრომ   ყოვლის   მჩხრეკმა   მერამდენედ    ამიღო   ქირდად,
ჩემი   სულის   ცა   კვლავ   ბავშვივით   მიამიტია,
გამიწიერდა,   გაბალახდა   და   განახირდა,-
განა   აბრამი   ძველი   დროის   ძველი   ჩიტია.

სულისთვის   გვემა   აღარ   არის   ახლა   მოდაში,
ადამის  მოდგმა   პურით   ცხოვრობს,   ერთით   მარტოდენ,
ხელში   ჩამეფცქვნა   ეს   არსობა   ძაღლურ   ყოფაში,
ძაღლებს   ძაღლობა   აღარ   სურთ   და   მგლობას   ნატრობენ.

უფლის   საყდარში   ალბათ   მალე   არვინ   ილოცებს,
ვერ   ვპოვე   წამი,   რომლისთვისაც   ღირდეს   სიცოცხლე.

??????