ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

*** დადგება წუთი 

დადგება   წუთი,   ვერ   იგუებ   სახეზე   ნიღბს,
რადგან   გახსოვარ,   არ   ვყოფილვარ    სულ   მთლად   უიღბლო,
აღსარებისთვის   უფლის   სახლში   მივალ   უნიღბოდ,
იქნებ   არც   არის   არაფერი   ამ   ნაპირს   მიღმა?

უსასრულობა   ვინ   მოლია   განსჯით   და   ფიქრით,
მზის   ჩასვლას   ხატავს   შეღამება   მეწამულ   ფუნჯით,
გზა    დაიკარგა    და    ლივლივებს    მირაჟი    ლურჯი,
იქნებ   არც   არის   არაფერი   ამ   ზღვების   იქით?

რად   მეჩვენება,   გაგრძელება   იქნება   ისევ?
თითქოს   ღრუბლებში   უხილავი    დგას   და   მეძახის,
კვლავ   ვიფოთლები   ხელმეორედ   როგორც   ვენახი
და   ფერმკრთალ   ტუჩებს   ჩემი   მტევნის   ბადაგით   გივსებ...

აქ   კი   ჩივიან,   ცრუ   არისო   სოფლური   ყოფა,
მე   არც   დასტური   შემიძლია,   არც   უარყოფა...

??????