ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

*** ცა ოცნებისა  

ცა   ოცნებისა   თითქოს   ისე   ჩამოექანა,
ხელს   გაიწვდი   და   ღრუბლის   ცრემლით   პეშვებს   აივსებ,
ო,   რა   მარტივი,   უსახური   გახდა   ქვეყანა,
სად   გაქრა   ძველი   თავაზი   და   სიდარბაისლე.

ყველა    წავიდა     ღმერთისა   და   კაცის   რჩეული,
ვინაც   გადარჩა ,   დაეგება   ისიც   საფლავად,
და  შემოდგომა   ორსულივით   ფეხარეული
სევდას    გაგვატანს   წყლის   წისქვილზე   ჩამოსაფქვავად.

მიიზლაზნება   ასპიტივით    ღვარძლის   მდინარე,
ნაყვავილარი   ჩაიფერფლილა, - ღვივის   ნაცარი,
აჰა,   ცხრა   ციხე,   ცხრა   შურის   მთა   გადავიარე,
იქნებ   მეათე   სათნოების   იყოს   ტაძარი...

ხომ   ყველა   ნატვრა   ლაბასავით   ამოიცოხნე,
ვერც   რწმენა   დათმე   კურთხეული...და   ვერც   სიცოცხლე.

??????