მეცხრე ჭიშკარი (სონეტების კონა)
1.
დ ი დ ე ბ ა უ ფ ა ლ ს - წ უ თ ი ს ო ფ ლ ი ს უ ც ვ ლ ე ლ რ ე ჟ ი ს ო რ ს,
მეტად ძნელია ამ თეატრში მსახიობობა,
ვიდრე ქვის აკვანს მოგვიქსოვდეს ღამის ობობა,
ცხოვრების ტილო ყველა ფერით უნდა შეივსოს.
უნდა ვისწავლოთ ცხელი ვნების სისხლში გადასხმა,
უნდა მოვერგოთ დროის ნიღაბს, როგორც ჭრილობას,
ეს მართალია, ერთი ღმერთის გვერგო შვილობა,
მაგრამ მშობლები ჩვენ ყოველთვის გვყავდა სხვადასხვა.
მიტომ სხვადასხვა ცა იღვრება სულის სარკმლიდან,
ფიქრი სხვადასხვა მიირწევა ცისკენ ბოლებით,
ნიჭის მიხედვით განაწილდა ცისქვეშ როლები,
ვინც ვერ იგუა, თეატრიდან ყველა წავიდა...
მადლობა უფალს (არ გამრია ანათემაში),
ტ რ ა გ ე დი ა შ ი მ ც ი რ ე რ ო ლ ი რ ო მ მ ა თ ა მ ა შ ა.
2.
ტ რ ა გ ე დ ი ა შ ი მ ც ი რ ე რ ო ლ ი რ ო მ მ ა თ ა მ ა შ ა,
არ ვიცი ხალხმა ჩემი სახე როგორ გაიგო,
მაყურებელი მკაცრია და არვინ დაინდო,
როგორც შავს თეთრზე , აქ სიყალბეს გრძნობენ ერთბაშად.
ოსტატის ფუნჯით თვით ბუნებამ მოაკამარა
ზღვა და უდაბნო, დრო და წელი, ნათელი, ბინდი,
რომ იყო სადა, გარდასახვა სჭირდება დიდი,
იყო გულწრფელი, გაღებული თვალი არ კმარა.
გახსნილ ფარდის წინ თუკი მართლა რამე შევძელი,
ვიღაც მესამე მკარნახობდა ჟესტით, მიმიკით,
მთესველი მუდამ რასაც თესავს, იმას მოიმკის,
იქნებ არც იყო ჩემი გმირი სულისშემძვრელი?!
მან, ვისაც ჩემთვის დაფერილი შემოაქვს დაშნა,
ჩ ე მ ი დ ღე ე ბ ი მ ზ ი ს ნ ა ღ ვ ე ლ ი თ მ ო ა მ ა რ მ ა შ ა...
3.
ჩ ე მ ი დ ღ ე ე ბ ი მ ზ ი ს ნ ა ღ ვ ე ლ ი თ მ ო ა მ ა რ მ ა შ ა
ამდენმა ფიქრმა შეუცნობზე, ჭვრეტამ და განცდამ,
ადრე მონიშნულ ბედის სამანს ვერავინ გასცდა,
ლუციფერმა კვლავ შავი კარტი გაითამაშა.
კარზე მომდგარი შთაგონება თუმცა ვერცხლია,
როცა პორტრეტი გასრულდება, ოქროს ფასი აქვს,
ძირისძირამდე უნდა ჩაწვდე გმირის ხასიათს,
პატარა როლში ზოგჯერ უფრო მეტი ცეცხლია.
შებოჭილებმა ტრაგედიის მკაცრი ნახაზით
მანამდე მართლაც იობივით უნდა ვეწამოთ,
გუმანით ვხვდებით , სასურველი დადგება წამი,
წარმოდგენაში ყვავილივით ღელავს დარბაზი.
ეჭვსაც ამქვეყნად აკისრია ვალი თავისი,
ღ ვ ი ნ ი თ კ ი ა რ ა, თ ი ხ ი ს ჯ ა მ ი ც რ ე მ ლ ი თ ა მ ი ვ ს ო...
4.
ღ ვ ი ნ ი თ კ ი ა რ ა, თ ი ხ ი ს ჯ ა მ ი ც რ ე მ ლ ი თ ა მ ი ვ ს ო,
კიდევ კარგი, რომ ყოველივე არის წარსული,
თვითკმაყოფილი, უწადინო რას გვაძლევს სული,
ან წუთი რაა, თუ ეჭვებმა აღარ დაისრა?...
ფიქრის მანსარდა მან მრავალჯერ არივ-დარია,
ყოველ ნაბიჯზე თავს გაბეზრებს , ვით ანჩხლი ცოლი,
ეჭვის გარეშე არ არსებობს არც ერთი როლი,
პატარა , დიდი - აქ რა პირზე მოსატანია...
ტანჯვით ნაპოვნი გადავშალე რამდენი ფერი,
რამდენმა ღელვამ სასიკვდილო შხამი დალია,
რამდენჯერ იყო , უსასობამ ხელი დამრია,
ეჭვზე ვერაგი არ მყოლია არასდროს მტერი...
მრუმე დღეები მე სიზიფეს მექცნენ ლოდებად,
მ ა გ რ ა მ ც ხ ო ვ რ ე ბ ა ა რ ყ ო ფ ი ლა მ ა რ ტ ო გ ო დ ე ბ ა.
5.
მ ა გ რ ა მ ც ხ ო ვ რ ე ბ ა ა რ ყ ო ფ ი ლ ა მ ა რ ტ ო გ ო დ ე ბ ა,
მხოლოდ ტკივილზე როდი რეკავს საყდარში ზარი,
ცხენს შემოაგდებს თავაწყვეტით სულში მხედარი -
იმედი მუდამ აღსავლის მხრით გვიახლოვდება.
რწმენით იღება ცის კარი და რწმენით ღამდება,
თომას ურწმუნოს უხმოდ გააქვს ეჭვის გრანიტი,
ცისარტყელათი იმოსება ტანი გრანიტის
და ყველა გამა თეთრ ტილოზე თავად ლაგდება.
მზისფერი ეტლით ჩამოივლის ცა ბედნიერი,
სიზმრად დარჩება სარკეებთან ღამის თენება,
წამი - ყოველი სისულელედ რომ გეჩვენება.
ვინაც ეძიებს , ან ცა წყალობს ან ზეციერი.
იელვებს წუთი , გულმა შვებით ამოიმღეროს,
ს ი ნ ა თ ლ ი ს ა კ ე ნ წ ა გ ვ ი ძ ღ ვ ე ბ ა ყ ვ ა ვ ი ლ ი ს ღ ე რ ო.
6.
ს ი ნ ა თ ლ ი ს ა კ ე ნ წ ა გ ვ ი ძ ღ ვ ე ბ ა ყ ვ ა ვ ი ლ ი ს ღ ე რ ო ,
სახლი, რომელშიც ჩვენ ვმსახურებთ, სხვისთვის უცხოა,
ვინაც კი ერთხელ მსახიობის ბედით იცხოვრა,
წუთები მრავლად ჰქონებია საბედისწერო...
მსხვერპლი გამხდარა ღელვისა და მიქცევ - მოქცევის,
უმადურობამ ბევრი ნიჭი გააბალახა,
მოცარტს ხელიდან გამოგლიჯა დაფნა სალახამ,
ეს თეატრები სავსენია პარადოქსებით.
როგორც მეზღვაურს არ აცდება გზებზე კირთება,
ჩვენაც ვიწვნიეთ ჯოჯოხეთი ალიგიერის,
როცა უფალი ყველას უზღავს სამაგიეროს,
აღარც ეჭვები იქნება და აღარც კითხვები.
არავინ უწყის, ხვალ თეტრში რა გველოდება,
თ უ კ ი ს ი ც ო ც ხ ლ ე ხ ე ლ მ ე ო რ ე დ გ ა ნ მ ე ო რ დ ე ბ ა ...
7.
თ უ კ ი ს ი ც ო ც ხ ლ ე ხ ე ლ მ ე ო რ ე დ გ ა ნ მ ე ო რ დ ე ბ ა,
შემოგვაძლიონ შეიძლება სულ სხვა როლები,
მე ვითამაშო მონაარქი და საჭეთმპყრობელი,
სხვები მოვიდნენ ბარონებად, მარკიზ-ლორდებად...
უმისამართოდ გადაიჭრას იქნებ ჰოროლი,
დრომ დააყენოს ყველაფერი სულ თავდაყირა,
ცხელი უდაბნო გარდაიქმნას ზღვათა ნაპირად,
ზნეობის წიგნი დაიწეროს ახალ მორალით.
უფლის თიხაში კვლავ დარჩება ძვირფასი წყალი,
ვნების ქარიშხალს დაიმშვენებს ძველი სასმისი,
ახალ სპექტაკლებს თუმც ექნებათ სხვა დასაწყისი,
მაგრამ ყოველთვის ერთი არის მათი ფინალი ...
როცა ზანზალაკს ჩამორეკავს დღე შესაფერი,
ჩ ვ ე ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს პ ა ე მ ა ნ ზ ე წ ა ვ ა ლ თ ს ი მ ღ ე რ ი თ.
8.
ჩ ვ ე ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს პ ა ე მ ა ნ ზ ე წ ა ვ ა ლ თ ს ი მ ღ ე რ ი თ,
თავის გულისწორს ელოდება სადღაც კაქტუსი,
ყვავილს, რომელსაც აფროდიტემ წყალი დაუსხა,
ფოთლები მიაქვს მშვენიერი მზისკენ შვიდფერი .
უსიყვარულოდ ეს თეატრი მოჰგავს ღამურას,
ხარის გარეშე აბა რაა ტორეადორი,
თუმც არ ვყოფილვართ რომის ქველი იმპერატორი,
ტრიუმფალური გავიარეთ თაღი ამურის...
გმირის ნიღაბსაც ამოვკაწრეთ ეს წვა ღვთიური,
ტლანქი ნაკვთები ამოვავსეთ ნაზი ლაქებით,
ო, იმ დღეების ჟრუანტელის ათინათებით
ახლაც სავსეა მსახიობის ძველი დღიური.
იმღერე შენი და უფალი განსჯის დანარჩენს,
ვ ი ნ უ ფ რ ო დ ი დ ი ს ა ხ ე შ ე ქ მ ნ ა , ჟ ა მ ი გ ა ა რ ჩ ე ვ ს.
9.
ვ ი ნ უ ფ რ ო დ ი დ ი ს ა ხ ე შ ე ქ მ ნ ა, ჟ ა მ ი გ ა ა რ ჩ ე ვ ს,
ფუჭი სიტყვებით ვერ იშოვი მაინც დიდებას,
სიმართლის წყარო ლერწმის ღარით გაედინება,
როგორც ყოველთვის , შორით უვლის ცდუნების ფარჩებს.
ვინც ცხენს ვერ შეწვდა , უნაგირის დაიწყო მტვრევა,
თუ ღმერთს არა სურს , რას გახდება იქ ბელზებელი,
და ვერც ავრეხი, განდიდების მაძიებელი,
ვერ გამოისხამს უკვდავების ფოთოლს და მტევანს.
თუკი მგზავრი ხარ, დაიოკე წყალით წყურვილი,
აღიარება კუს ბაკანზე ზის და იჩქარის,
გასავლელი აქვს ცხრა ხელმწიფის ცხრავე ჭიშკარი,
ან რას იძლევა დიადემა ოქროცურვილი?!
ბედისწერის წიგნს აშრიალებს ძველი მევალე,
ა ქ ყ ვ ე ლ ა ს იტ ყ ვ ა დ ა ი წ ე რ ა უ ფ ლ ი ს მ ე ლ ა ნ ი თ.
10.
ა ქ ყ ვ ე ლ ა ს ი ტ ყ ვ ა დ ა ი წ ე რ ა უ ფ ლ ი ს მ ე ლ ა ნ ი თ,
წარმოდგენაში რომც ეცადო, ვერაფერს შეცვლი,
რამდენიც გინდა შეაყარე ცივ კედელს ცერცვი,
შენს ომს ვერასდროს ვერ მოიგებ სხვისი მერანით.
ბევრმა წააგო თავი თვისი ყოყმან - სიფრთხილით,
ნიშანსღა ელის ხმალი ჟინით დასაფერავი,
შენი სიცოცხლით ვერ იცხოცხლებს ქვეყნად ვერავინ
და ვერავინ ვერ მოკვდება შენი სიკვდილით.
შენი ტკივილი ჩამოძერწო უნდა თიხაში,
საკუთარ სვრელით გაირეკო ფიქრის ხარები,
ადრე თუ გვიან, გაიხსნება ზეცის კარები,
რომ სულის ცეცხლი გადმოფინო უფლის წინაშე...
ზის რეჟისორი და ჩვენს ნიღბებს პირქუშად არჩევს,
შ ე ც ბ უ ნ ე ბ უ ლ ი ვ ე ლ ო დ ე ბ ი თ მ ა ღ ლ ი თ გ ა ნ ა ჩ ე ნ ს...
11.
შ ე ც ბ უ ნ ე ბ უ ლ ი ვ ე ლ ო დ ე ბ ი თ მ ა ღ ლ ი თ გ ა ნ ა ჩ ე ნ ს,
მოდის წუთები სინანულის, შიშის და ძრწოლის,
თემიდა მკაცრი კაცთა გარჯის ცოდვა-მადლს წონის,
ტყავში მიძვრება ავსული და კლანჭებს არ აჩენს.
ვინაც შესცოდა, ამჯერადაც მას მოეკითხა,
რადგან ლაქიად კარზე ედგა შავბნელ თარიღებს,
ზეცის ბეღლიდან ქატოს გარდა, სხვას რას წაიღებს
უფლის მგმობელი, დრჩენილი პურით ერთითა.
მადლმოსილთათვის ანგელოსებს მოაქვთ ამარტი,
განკიცხულთათვის ჯოჯოხეთის ცხელი ღადარი,
დეკორაცია სპექტაკლისთვის მუდამ მზად არი,
წუთისოფელი უცნაური გახლავთ თეატრი.
კულისებიდან იჭვრიტება ეშმა ელამი,
ს პ ე ქ ტ აკ ლ ი ს ბ ო ლ ო ს ჩ ვ ე ნ ს ც ე ნ ა ზ ე ვ კ ვ დ ე ბ ი თ ყ ვ ე ლ ა ნ ი.
12.
ს პ ე ქ ტ ა კ ლ ი ს ბ ო ლ ო ს ჩ ვ ე ნ ს ც ე ნ ა ზ ე ვ კ ვ დ ე ბ ი თ ყ ვ ე ლ ა ნ ი,
სულ უკანასკნელ აქტიორად შემოჰყავთ ბინდი,
ობლად შთენილი სული თიხის სახლიდან მიდის,
სწორედ ამ აქტით იხურება უფლის სცენარი.
ისევ ძველ წიაღს უბრუნდება ნაგვემი დიდხანს,
ლაჟვარდის ტევრი მისკენ უხმობს ცისფერფრთებიანს,
და ვინ განჭვრიტოს , მომავალში სად შეხვდებიან
ზეცა და მიწა, ძველი მტრები - სული და თიხა.
ბედისმწერალმა ბედის წიგნი უკვე დახურა
და შეუმჩნევლად გაიხურა უკანა კარი,
ათივე მცნება აღავასრულე ყოველი ბწკარით,
მიჭირდა, მაგრამ არ დავუდექ ბოროტს მსახურად.
სად არის ჯილდო იმ ტანჯვათა ტოლი და ფარდი,
მ ა ლ ე თ ე ა ტ რ ი ს დ ა უ შ ვ ე ბ ე ნ გ ა ც რ ე ც ი ლ ფ ა რ დ ა ს.
13.
მ ა ლ ე თ ე ტ რ ი ს დ ა უ შ ვ ე ბ ენ გ ა ც რ ე ც ი ლ ფ ა რ დ ა ს,
აქაურ ყოფას დაესმება მრავალწერტილი,
ვისთვის სოფელი ვნება იყო თავაწყვეტილი,
ვისთვის ჭვრეტის დღე მოხვეული ფიქრებად ხარდანს.
ბევრმა სიკეთის გაახარა გზა-გზა ბალახი,
წმინდა სუფრაზე არ ეღირსა ვისაც ტრაპეზი,
სხვაგან მონახა მინდორი და საასპარეზო,
ზოგმა პირს ჩალა გამოივლო, ზოგმა - ტალახი...
გზა წუთისოფლის სევდით იყო ნახავერდები,
დამოკლეს ხმალი კისრის ზემოთ მუდამ ეკიდა,
მაგრამ არასდროს გავქცეულვართ ბრძოლის ველიდან,
დარბაზის თვალწინ სცენაზე წევს ჩვენი ცხედრები...
წუთის ზმანება გაზაფხულის თოვლივით გადნა,
დ ა მ ე მ შ ვ ე ლე ლ ა დ ა რ ა ვ ა ნ მ ყ ა ვ ს უ ფ ა ლ ი ს გ ა რ დ ა.
14.
დ ა მე მ შ ვ ე ლ ე ლ ა დ ა რ ა ვ ი ნ მ ყ ა ვ ს უ ფ ა ლ ი ს გ ა რ დ ა, -
აქაც და იქაც, ქვევით, ზევით, მიწაზე, ცაში,
აქედან ბევრი ბევრი გააცილეს დაფნით და ტაშით,
მაგრამ საფლავთან დავიწყების მიურგეს ვარდი.
არ ჯოჯოხეთი შიშნეული და არც სამოთხე,
კაცთა სოფელი არ ყოფილა სულაც მარტივი,
ცარგვალს იდუმალს შეენივთა სული მარტვილი,
ხორცი და ძვალი კვლავ მიიქცა მიწად საქოთნედ.
ახალ ნიღბებით შეივსება ღვთის გარდერობი,
აქ სპექტაკლები ისევ წავა სრული ანშლაგით,
ჩვენ დიდ თეატრში გველოდება ღამის ვახშამი,
მონაწილენი ხვალ ვიქნებით სულ სხვა სერობის.
ცხოვრების ტილო ყველა ფერით უკვე შეივსო,
დ ი დ ე ბ ა უ ფ ა ლ ს - წ უ თ ი ს ო ფ ლ ი ს უ ც ვ ლ ე ლ რ ე ჟ ი ს ო რ ს.
15.
დ ი დ ე ბა უ ფ ა ლ ს - წ უ თ ი ს ო ფ ლ ი ს უ ც ვ ლ ე ლ რ ე ჟ ი ს ო რ ს,
ტ რ ა გ ე დ ი ა შ ი მ ც ი რ ე რ ო ლ ი რ ო მ მ ა თ ა მ ა შ ა,
ჩ ე მ ი დ ღ ე ე ბ ი მ ზ ი ს ნ ა ღ ვ ე ლ ი თ მ ო ა მ ა რ მ ა შ ა,
ღ ვ ი ნ ით კ ი ა რ ა, თ ი ხ ი ს ჯ ა მ ი ც რ ე მ ლ ი თ ა მ ი ვ ს ო.
მ ა გ რ ა მ ც ხ ო ვ რ ე ბ ა ა რ ყ ო ფ ი ლ ა მ ა რ ტ ო გ ო დ ე ბ ა,
ს ი ნ ა თ ლ ი ს ა კ ე ნ წ ა გ ვ ი ძ ღ ვე ბ ა ყ ვ ა ვ ი ლ ი ს ღ ე რ ო,
თ უ კ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ა ხ ე ლ მ ე ო რ ე დ გ ა ნ მ ე ო რ დ ე ბ ა,
ჩ ვ ე ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს პ ა ე მ ა ნ ზ ე წ ა ვ ა ლ თ ს ი მ ღ ე რ ი თ.
ვ ი ნ უ ფ რ ო დ ი დ ი ს ა ხ ე შ ე ქ მ ნ ა, ჟ ა მ ი გ ა რ ჩ ე ვ ს,
ა ქ ყ ვ ე ლ ა ს ი ტ ყ ვ ა დ ა ი წ ე რ ა უ ფ ლ ი ს მ ე ლ ა ნ ი თ,
შ ე ც ბ უ ნ ე ბ უ ლ ი ვ ე ლ ო დ ე ბ ი თ მ ა ღ ლ ი თ გ ა ნ ა ჩ ე ნ ს,
ს პ ე ქ ტ ა კ ლ ი ს ბ ო ლ ო ს ჩ ვ ე ნ ს ც ე ნ ა ზ ე ვ კ ვ დ ე ბ ი თ ყ ვ ე ლ ა ნ ი.
მ ა ლ ე თ ე ა ტ რ ი ს დ ა უ შ ვ ე ბ ე ნ გ ა ც რ ე ც ი ლ ფ ა რ დ ა ს
დ ა მ ე მ შ ვ ე ლ ე ლ ა დ ა რ ა ვ ი ნ მ ყ ა ვ ს, უ ფ ა ლ ი ს გ ა რ დ ა...