მიასადაგეთ კვლავ... (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)
მიასადაგეთ კვლავ სიმღერები
ჩემი ცხოვრების უმძიმეს ჯვართან!
მაგრად დაკოცნეთ ჩემი ხელები -
ამბორი უყავთ ალმასის თვალთა!
აი, რა მოხდა, თავს რა გადამხდა:
ზამთარში მეხი ისე გრგვინავდა,
მხეციც იძროდა სიბრალულისგან,
მუნჯიც კი რაა, ალაპარაკდა.
შუაღამის მზე - ცეცხლად ინთება!
დღისით - ვარსკვლავის ჩნდება ნიშანი!
მოდის და ტალღად მოიზვირთება
მტანჯველი ბედი - შესანიშნავი.
მე მკვდრეთით აღვსდექ, ფერფლიდან თითქოს!
რა საშინელი მსჯავრით შემრისხეს!
ზართა გუგუნში მთავარანგელოზთ
უხმოდ მივყვები თავსაკვეთისკენ.