ცვეტაევა მარინა
გაზიარება

დიდი სინაზით (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი) 

დიდი   სინაზით - რადგანაც  მალე

ყველასგან   წავალ,   გადავეგები -

სუყველაფერი   კარგად   გავთვალე,

მგლის   რუხი   ქურქი  თუ  ვის ერგება,

 

ვის  ცხენისთავა  ხელჯოხი   წვრილი,

ვის  სანებივრო   შეხვდება   პლედი.

ვის - სამაჯური   ამოვერცხლილი,

ზედ   დაცვენილი  ფირუზის   თვლებით...

ყველა   ბარათი..  და   ყვავილები,

რისი   შენახვაც   არის   საძნელო...

უკანასკნელი   ჩემი   სიტყვები -

შენც,   ჩემო ღამევ,  უკანასკნელო!

??????