ლამაზი ქალი
ლამაზი ქალი მაინც სხვისია,
რაგინდ ღიმილი ჰქონდეს ანკარა,
მისკენ ოცნებით ვარდებს ისვრიან
და ჟრუანტელის დგება თაკარა.
ჩემი იყოსო − ინატრებს ერთი,
მეორეს გული დაუღონდება.
ის მშვენიერი ქალი თუ ღმერთი
ყველას მოგვტაცებს ჩუმად გონებას.
რა ქნას, ის მაინც ქმრის ერთგულია,
ეს ერთგულებაც ვთქვათ რომ გასწიროს,
ბოლოს და ბოლოს ერთი გული აქვს
და ყველას როგორ გაგვინაწილოს.