Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ქათამაძე ჯემალ
გაზიარება

მიდის აპრილი 

ზურაბ გორგილაძეს

ტალღებს გაექცა თეთრი თოლია,
მერე ქარებმაც ვერ დაიჭირა.
ლაჟვარდში გული გაიყოლია
და დამაფიქრა, ძმაო, იცი რამ?

არა, ნამდვილად ბედი გვქონია,
ჩვენ დავიბადეთ შავი ზღვის პირას.
ზღვასთან მოვარდნილ ფიქრებს შევებით,
ახლა ის წლები ჩუმად გვქურდავენ.

არ გაგვიგია თბილი დღეები,
ხურდა ფულივით დავახურდავეთ.

ლექსი დავსტაცეთ ლამაზ ჩინარებს
და მაგნოლიებს თეთრი მტრედები.
მინდვრის ფერიებს აღარ ეძინათ,
ჩვენთვის ღელავდნენ თავგამეტებით.

გვიყვარდა ზღვა და მწვანე ნაპირი,
გვქონდა ზღვასავით ძალა და ნდომა
და ახლა ჩვენი ნედლი აპრილი
გახუნებულა, ვით შემოდგომა.

დაგვრჩა ტკივილი მძაფრად განცდილი
და იმ ბედნიერ დღეებს ვიგონებთ,
და შეცივებულ ბერიკაცივით
მოგონებებით ვათბობთ სტრიქონებს!

??????