კეჭაყმაძე გივი
გაზიარება

კალენდარი 

მკვდარი სონეტი

ეს კალენდარი - წაკითხული წლის სარჩევია.
წითელი ციფირი – მოსაწყენ გვერდს ნიშნავს,
რომელსაც წლებია წინასწარ ვკითხულობთ.
შავ ციფრებს ნიშანი ეტყობათ _
ეტყობა რაღაც მომეწონა ან რაღაც მეწყინა.
დასასრული ბედნიერია – ნაძალადევად
ან არც ისე _ როგორც ყოველთვის.
ზოგიერთ გვერდზე ხშირად ვბრუნდები.
ახლაც იქ ვარ. შენზე ვკითხულობ.
შენზე იქ ბევრი უცნაური რამე წერია -
გადავიკითხავ, მოგიყვები და გაგახსენებ,
გადავიკითხავ, მოგიყვები და გაგახსენებ

??????